საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პირველი საერთაშორისო სიმპოზიუმი „სახვითი ხელოვნება – ტრადიცია, შესაძლებლობები და გამოწვევები“ (ეძღვნება დავით კაკაბაძის დაბადებიდან 130-ე წლისთავს)

10-12 სექტემბერი, 2024

ივანე ჯავა­ხი­შვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ვიზუალური ხელოვნების სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტი 2024 წლის 10-12 სექტემბერს უმასპინძლებს მხატვრებსა და მკვლევრებს საქართველოსა და უცხოეთის უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი­დან პირველ საერთაშორისო სიმპოზიუმზე: "სახვითი ხელოვნება – ტრადიცია, შესაძლებლობები  და გამოწვევები", რომელიც მიეძღვნება ცნობილი ქართველი მხატვრის დავით კაკაბაძის დაბადებიდან 130-ე წლისთავს.

საერთაშორისო სიმპოზიუმის ძირითადი მიმარ­თუ­ლე­ბაა  სახვითი ხელოვნება,  დარგი, რომელსაც თსუ-ში 30-წლიანი ისტო­რია აქვს. სიმპოზიუმის ფარგლებში იმუშავებს თემატური სექციები, მრგვალი მაგიდა, გა­იმართება მასტერკლასი, ვორკშოპი და გამოფენა, სადისკუსიო ფორუმები, ფორმალური და არაფორმალური ხასიათის შეხვედ­რები.

 

სიმპოზიუმის მიზნებია:

                       

  • ქართული სახვითი ხელოვნების პოპულარიზება და ინტერნაციონალიზაცია;
  • სახელოვნებო დარგში პოპულარული ტენდენციების გაცნობა და გავრცელების ხელშეწყობა;
  • სხვადასხვა თაობის მეცნიერებსა და მხატვრებს შორის კომუნიკაციის გაღრმავება და მხარდაჭერა; ახალგაზრდა მხატვართა როლის გამოკვეთა;
  • ადგილობრივ და უცხოელ კოლეგებთან, მხატვრებთან კავშირების გაღრმავება და სახელოვნებო და სამეცნიერო სფეროებში მიღწევების გაზიარება.
  • მხატვრობაში თანამედროვე პრობლემებისa და გამოწვევების წარმოჩენა და განხილვა.

სიმპოზიუმში მონაწილეობა შეუძლიათ პროფესიონალ მხატვრებს, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე მეცნიერებს, სახვითი ხელოვნების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებს.

 

სიმპოზიუმის თემატიკა მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:

  • ტრადიცია და თანამედროვეობა მხატვრობაში
  • ქართული სახვითი ხელოვნება
  • ლიტერატურა და მხატვრობა
  • მუსიკა და მხატვრობა
  • კულტურა და ხელოვნება
  • ფილოსოფია და ხელოვნება

სიმპოზიუმის ჩატარების ადგილი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო.

 

ძირითადი სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური.

რეგლამენტი:
მოხსენება – 20 წუთი;

მსჯელობა – 10 წუთი;

მნიშვნელოვანი თარიღები:

  • სიმპოზიუმის ჩატარების თარიღი: 10-12 სექტემბერი, 2024
  • თეზისების გამოგზავნის ბოლო ვადა – 20 ივლისი, 2024
  • სარეგისტრაციო თანხის გადახდის ბოლო ვადა – 10 აგვისტო,  2024 (სიმპოზიუმის პროგრამაში მოხსენების ჩართვის შემთხვევაში);
  • პროგრამაში ცვლილებების შეტანის ბოლო ვადა – 5 აგვისტო, 2024;
  • ქართულენოვანი თეზისების მოცულობა:  300 სიტყვა; ინგლისურენოვანი თეზისების მოცულობა: 300 სიტყვა;

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაგვიანებით გამოგზავნილი თეზისები არ მიიღება.

სიმპოზიუმში მონაწილე მომხსენებელთათვის განსაზღვრული სარეგისტრაციო გადასახადი (თანხმობის წერილის მიღების შემდეგ):  

  • ქართველი მომხსენებლებისთვის – 100 ლარი;
  • უცხოელი მომხსენებლებისა და მხატვრებისთვის – 150 ევრო;
  • ქართველი თანაავტორებისათვის (თითოეული თანაავტორი) – 50 ლარი;
  • უცხოელი თანაავტორებისათვის (თითოეულითანაავტორი) –   75 ევრო;

საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები (ანგარიში ეროვნულ ლარში):

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: 204864548;

  • მიმღების დასახელება – ხაზინის ერთიანი ეროვნული ანგარიში;
  • მიმღები ბანკი – სახელმწიფო ხაზინა;
  • ბანკის კოდი – TRESGE22;
  • მიმღების ანგარიში / სახაზინო კოდი: 708967253.

სარეგისტრაციო თანხაში შედის:

  • სიმპოზიუმის გახსნის ცერემონიაზე დასწრება (10 სექტემბერი, 2024);
  • სიმპოზიუმის ყველა სესიაზე დასწრება (10-12 სექტემბერი, 2024);
  • საუნივერსიტეტო ტური;
  • სიმპოზიუმის პროგრამა;
  • სიმპოზიუმის მასალები;
  • სერტიფიკატი;
  • ყავისა და ჩაის შესვენება;
  • ვორკშოპში და მასტერკლასი მონაწილე მხატვრებისთვის (სამუშაო მასალები).

სიმპოზიუმის პროგრამაში მოხსენების ჩართვის შემდეგ, გთხოვთ, მითითებულ ვადაში დაფაროთ სარეგისტრაციო გადასახადი.

                                     

გადარიცხვისას მიუთითეთ:

  • მომხსენებლის სახელი, გვარი;
  • პირველი საერთაშორისო სიმპოზიუმი "სახვითი ხელოვნება – ტრადიცია, შესაძლებლობები და გამოწვევები".
  • სიმპოზიუმის ორგანიზატორია თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფა­კულტეტის ვიზუალური ხელოვნების სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტი.
  • სამეცნიერო მიმართულებით სიმპოზიუმის კოორდინატორია − თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახური.
  • მისამართი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერ­სი­ტე­ტის I კორპუსი,  ჭავჭავაძის გამზ. #1, ოთახი N 204, თბილისი, საქართველო.
  • ელ.ფოსტა: symposium.visualart@tsu.ge
  • საკონტაქტო პირები: თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ვიზუალური ხელოვნების სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტის ხელმძღვანელი,   ასოც. პროფესორი ლევან სილაგაძე,   თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი,  ასოც. პროფესორი ეკატერინე ნავროზაშვილი,  თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი სპეცილაისტი ნინო კვირიკაშვილი, ანთროპოლოგიის დოქტორი თეა ქამუშაძე.

 

თარიღი: 31/01/2024